Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვიდრე


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვიდრე არ იქნება შესწავლილი თითქმის თორმეტიათასგვერდიანი დოკუმენტი,

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვიდრე არ იქნება შესწავლილი თითქმის თორმეტიათასგვერდიანი დოკუმენტი,
შეერთებული შტატები თავს იკავებს ერაყის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შეფასებისაგან. თეთრი სახლის პრესმ-დივანმა არი ფლაიშერმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ერაყის ქმედება წარსულში პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ნაკლებადაა იმედისმომცემი, რომ ბაღდადი მზადაა მთლიანად მოახდინოს თავისი მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაცია. ხსენებულ დეკლარაციაში უნდა იყოს მოცემული სრული და ამომწურავი ანგარიში ერაყში წარსულში თუ ამჟამად მიმდინარე პროგრამებისა, რომლებიც ბიოლოგიურ, ქიმიურსა თუ ბირთვულ შეიარაღებას ეხება. ერაყი აცხადებს, რომ წარმოდგენილი დეკლარაციის თანახმად ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნია. თეთრი სახლის ადმინისტრაცია სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, მაგრამ არ გამოუქვეყნებია ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი სამხილი. არი ფლაიშერმა თქვა, რომ აშშ საგულადგულოდ განიხილავს ერაყის დეკლარაციას.
XS
SM
MD
LG