Accessibility links

ბრიტანეთი და საფრანეგთი საიმიგრაციო ცენტრის დახურვას გეგმავენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მიგრაცია და მიგრანტები მე-20 საუკუნის ბოლოს და

21-ე საუკუნის დამდეგს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ მთავარ და ძნელად მოსაგვარებელ პრობლემად იქცა.

ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა "ათასწლეულთა მიჯნაზე" დღეს ამ პრობლემის ერთ კერძო შემთხვევას ეთმობა.

საფრანგეთი და ბრიტანეთი გეგმავენ ამ თვის ბოლოს სანგატის საიმიგრაციო ბანაკის დახურვას. ბანაკი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და წითელი ჯვრის ორგანიზაციის საფრანგეთის განყოფილების გამგებლობაში იმყოფება. მისი დახურვით გაუქმდება საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის მუდმივი დაძაბულობის ერთ-ერთი წყარო. სანგატი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ათასობით არალეგალურ იმიგრანტს იზიდავდა, რომლებიც ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბით – ინგლისელები მას "ჩანელ ტანელს" უწოდებენ – ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობდნენ.

გეგმით, სანგატის წითელი ჯვრის ბანაკის დახურვის შემდეგ ბრიტანეთი დაახლოვებით 1000 ქურთ და 200-მდე ავღანელ მიგრანტს დაიტოვებს. ბანაკში დარჩენილი 300-მდე არალეგალურ მიგრანტზე საფრანგეთი იზრუნებს.

სანგატი დაარსდა 1999 წელს და თავდაპირველად კოსოვოს კრიზისს თავდაღწეულთა ლტოლვილებისთვის იყო გათვლილი. თანდათანობით მასში სხვა სახის უბედურებმა მოიყარეს თავი. ესენი არიან ადამიანის ტრეფიკერების მსხვეპლნი, უმთვარესად ავღანეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

ბრიტანეთი უკვე დიდი ხანია მოითხოვს ამ ობიექტის დახურვას, ვინაიდან ის ზღვისქვეშა გვირაბით ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევისთვის მოსახერეხებულ პუნქტს წარმოადგენს. გაეროს ლტოლვითა საქმეების უმაღლესი კომისარიატის პრესმდივანმა ქ-ნმა კორინ პერთუიმ თქვა, რომ მიესალმება სანგატის ბანაკის დახურვას.

[პერთუისის ხმა] "აქ თავმოყრილია 50 ეროვნების ადამიანი. აქ დარბიან ვირთხები და საერთოდ ძალიან მძიმე პირობებია. ეს ადამიანები ორმაგად საბრალოები არიან. მათ დატოვეს თავიანთი ქვეყანა, სადაც დევნას განიცდიდნენ, შემდეგ მოხვდნენ ადამიანთა კონტრაბანდისტების ხელში, კონტრაბანდისტებისა, რომლებიც მათზე უამრავ ფულს აკეთებენ. და ბოლოს, ევროპაში ისინი არ მიიღეს. აი პრობლემები რომლებიც დგას ჩვენს წინაშე. და ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კიდევ სხვა ასეთი სანგატი.იმედი მაქვს, ამას რომ დავხურავთ, ევროპაში სხვა სანგატი აღარ გაჩნდება."

პერთუის თქმით, ეს ბანაკი ვნებს თავშესაფრის ლეგიტიმური მთხოვნელების უფლებებს, ვინაიდან აქ თავმოყრილი არიან როგროც ლეგალური, ისე არალეგალური მიგრანტები.

[პერთუის ხმა] "სანგატის არსებობის სამი წლის განმავლობაში თავშესაფრის მთხოვნელთა უფლებების ეროზია მოხდა. ამან შეიძლება ბოლო მოუღოს ევროპაში თავშესაფრის მიცემის სისტემას. ისე რომ გაეროს ლტოლვითა საქმეების უმაღლეს კომისარიატს სურს შეიტანოს სიცხადე დებატებში, თუ რომელი კატეგორიის ლტოლვილები იმსახურებენ დაცვას. თუ ნებისმიერ არალეგალურ მიგრანტს შეუძლია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში სამი წლის განმავლობაში დარჩენა და დასახლება, რატომ უნდა დახარჯოს კომისარიატმა ენერგია იმის გარჩევაზე, ვინ გამოექცა საკუთარ ქვეყანაში ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვინ დევნას."

ეს არის პრობლემის არსი. ძნელია გარჩევა იმათ შორის ვინც მართლაც სამშობლოში დევნა-შევიწროებას გამოექცა და ვინც თავისი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს. ამ ორი კატეგორიის მიგრანტები ბანაკში ყოველგვარი განმასხვავებული ნიშნის გარეშე აღწევენ.

კამურან ჯი კიკანი ხელმძღვანელობს პარიზის ქურთების ინსტიტუტის იურიდუილ და ადამიანის უფლებათა განყოფილებას. ის ამბობს, რომ სანგეტში მოგროვილმა მიგრანტებმა არაფერი იციან მათი უფლებების შესახებ.

კიკანი ამბობს, რომ სანგატი "კანონის არარსებობის ზონაა". იქ მყოფები არ მიმართავენ ჟენევის კონვენციას და არ ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ამიტომ საფრანგეთის იურიდიული სისტემა, მისი კანონები, ისევე როგორც გაეროს ლტოლვითა საქმეების უმაღლესი კომისტარიატის საერთაშორისო კანონები არ მოქმედებს. თუ პირი არ ითხოვს დაცვას, ვერ ვაიძულებთ მას მოითხოვოს ესო", ამბობს კიკანი.

მისი თქმით, ყველაზე დიდი სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებს არ სურთ მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში, გერმანიაში თუ იტალიაში. მათ სურთ ინგლისში მოხვედრა და საფრანგეთი იქ შეღწევის წინ მათთვის ბოლო ნაბიჯიაო."

თავშესაფრის მაძიებლები ბრიტანეთში ისწრაფიან ამ ქვეყნის შედარებით ლმობიერი პოლიტიკის გამო, თუმცა ბოლო დროს, შინაგანი მოთხოვნების გავლენით, ბრიტანეთმა თავისი კანონები გაამკაცრა.
მაგრამ, როგორც კიკანი აღნიშნავს, ბრიტანეთის, როგორც ლტოლვითა სამოთხის იმიჯის შეცვლა, ერთ დღე-ღამეში არ ხდება.

კრიტიკოსები თვლიან, რომ ბანაკის დახურვა ვერ გადაჭრის პრობლემას თუ რა უნდა მოუხერხდეს იმ მიგრანტებს, რომლებიც კლავ ჩადიან სანგატში. ყოველდღიურად ბანაკში 40-40 კაცი აღწევს.

გაეროს ლტოლვითა საქმეების უმაღლეს კომისარიატს და საფრანგეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციას აღრიცხვაზე აჰყავთ სანგატში მყოფი ყველა მიგრანტი, ავსებენ კითხვარს იმის თაობაზე, საიდან არიან ისინი და ცდილობენ დაადგინონ მათი მოთხოვნების კანონიერება. ამჟამად სანგატში მყოფი 2000-მდე მიგრანტის უმრავლესობა ირწმუნება, რომ ავღანელი, ან ერაყელი ქურთია. ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ბევრი მათგანი სიმართლეს არ ამბობს. ერაყელი ქურთები ეკუთვნიან იმ ჯგუფს, რომელთა რეპატრიაცია არ შეიძლება.

იანვრის დასაწყისში ბანაკი გადაეცემა მის კანონიერ მფლობელს – "ეუროგვირაბს", კომპანიას რომლის გამგებლობაშია ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემაერთებლი ზღვისქვეშა გვირაბი.
XS
SM
MD
LG