Accessibility links

logo-print

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის წევრთა უმეტესობა იზიარებს გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის წევრთა უმეტესობა იზიარებს გერმანიისა და საფრანგეთის წინადადებას
2005 წლის ივლისისთვის თურქეთის ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებაზე დაპატიჟების შესახებ. ფიშერის თქმით, ამ მოლაპარაკების პირობა თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის საფუძვლიანი შეცვლა უნდა იყოს. თურქეთს სურს, რომ კავშირმა მომავალ სამიტზე, კოპენჰაგენში გადაწყვიტოს მისი მიღების ამბავი. 2005 წელი ამ ქვეყანას ძალიან ეგვიანება.
თურქეთის მმართველი პარტიის ლიდერი რესეპ ერდოანი შეერთებულ შტატებში, ამ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდა. ბუშმა შეაქო თურქეთი, როგორც ნატოელი პარტნიორი და მეგობარი. ამერიკის პრეზიდენტმა თურქ პოლიტიკოსს განუცხადა, რომ ჩვენ თქვენ გვერდზე ვდგავართ თქვენს სწრაფვაში ევროპის კავშირისკენო.
XS
SM
MD
LG