Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი სკეპტიკურად


უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი სკეპტიკურად აფასებს რუსეთის გეგმას, ყირგიზეთში ახალი სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ.

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ყარიმოვი სკეპტიკურად აფასებს რუსეთის გეგმას, ყირგიზეთში ახალი სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ.
ამ გეგმას ითვალისწინებს შეთანხმება უშიშროების სფეროში, რომელსაც გასულ კვირაში მოაწერეს ხელი რუსეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა. ხოლო ისლამ ყარიმოვმა დღეს ტაშკენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაიხსენა, რომ 1999 წელს რუსეთმა რეაქციის გარეშე დატოვა ყარიმოვის მოწოდება, დახმარება გაეწია რადიკალური ორგანიზაცია "უზბეკეთის ისლამური მოძრაობის" იერიშებთან დაკავშირებით. ყარიმოვის სიტყვებით, საკითხავია, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინცდამაინც ახლა ჩართვა. უზბეკეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ემხრობა ავღანეთის სრულ დემილიტარიზაციას, რათა შუა აზიაში აღარ იარსებოს უცხოური სამხედრო ბაზების არსებობის აუცილებლობამ.
XS
SM
MD
LG