Accessibility links

logo-print

ნავთობკომპანია "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამა, 78


ნავთობკომპანია "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამა, 78 წლის სადი შარიფოვი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში სოფელ პანტიანში საკუთარი სახლიდან იყო გატაცებული, მოკლული იპოვეს.

ნავთობკომპანია "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამა, 78 წლის სადი შარიფოვი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში სოფელ პანტიანში საკუთარი სახლიდან იყო გატაცებული, მოკლული იპოვეს.
მის გვამს ხუთშაბათს დილით, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთასთან მიაგნეს. ზოგი ინფორმაციით, გამტაცებლები შარიფოვის გათავისუფლების სანაცვლოდ 400 000 დოლარს ითხოვდნენ, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, მძევლის ოჯახისათვის გამოსასყიდის საკითხზე არავის მიუმართავს. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, შარიფოვის გატაცებაში მონაწილე ეჭვმიტანილების წრე დადგენილია. როგორც "პრაიმ-ნიუსს" სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პაატა გომელაურმა უთხრა, მკვლელობის საქმე უახლოეს დღეებში გაიხსნება. თუმცა, გავრცელდა ასევე ცნობა, რომლის თანახმად, წინასწარი ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შარიფოვი ინფარქტის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ "პრაიმ ნიუსს" უთხრა შარიფოვების ოჯახთან დაახლოებულმა პარლამენტარმა იზუმრუდ ყურბანოვმა. იუწყებიან აგრეთვე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა სადი შარიფოვის ოჯახის წევრებს.
XS
SM
MD
LG