Accessibility links

logo-print

საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე 250-მდე


საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე 250-მდე პატიმარმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა.

საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე 250-მდე პატიმარმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" უთხრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ყარყარაშვილმა. მისი თქმით, პატიმრებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს ომის ვეტერანების, მათ შორის ყარაყარაშვილის მიმართვის შემდეგ. ყარყარაშვილის შეფასებით, პატიმართა უკმაყოფილების გამომწვევი სია, რომელიც "პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის" ხელთ არის, არარეალურია, ვინაიდან სიაში ჩამოთვლილი 800 პატიმრიდან მხოლოდ 250 მსჯავრდებული მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG