Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სამიტზე გასაწევრიანებლად


მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სამიტზე გასაწევრიანებლად მიიწვევენ 10 სახელმწიფოს და უპასუხებენ თურქეთის მოთხოვნას

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სამიტზე გასაწევრიანებლად მიიწვევენ 10 სახელმწიფოს და უპასუხებენ თურქეთის მოთხოვნას
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თარიღის დადგენის შესახებ. კოპენჰაგენის სამიტის გახსნამდე მასპინძელი ქვეყნის, დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს მოუწოდა, დათანხმდნენ გაწევრიანების შესახებ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ საბოლოო პირობებს. რასმუსენის სიტყვებით, საიდუმლო არ არის, რომ პოლონეთი უკმაყოფილოა ევროკავშირის მიერ შეთავაზებული პირობებით, მაგრამ, მისივე თქმით, სახიფათო იქნებოდა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების ბოლოს სხვადასხვა ქვეყნისადმი სხვადასხვა მიდგომის გამოყენება. როგორც რასმუსენმა განაცხადა, სახელმწიფოები, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ევროკავშირის პირობები, 2004 წელს გაწევრიანდებიან, მაშინ როცა დანარჩენებს, შესაძლოა, 2007 წლამდე მოცდა მოუხდეთ. [რასმუსენის ხმა] “არსებობს რეალური რისკი, რომ კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც არ არიან მზად მოლაპარაკების ამ სამიტზე დასამთავრებლად, ევროკავშირში 2007დ წლამდე ვერ გაწევრიანდებიან. მაგრამ ვიმეორებ: ჩვენი სურვილია, მოლაპარაკება დავასრულოთ ათივე სახელმწიფოსთან და მე ამ მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”. რასმუსენმა განაცხადა ასევე, რომ ევროკავშირი დღესვე გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკება კავშირში თურქეთის მიღების საკითხზე.
XS
SM
MD
LG