Accessibility links

logo-print

პაკისტანსა და ინდოეთს განზრახული აქვთ


პაკისტანსა და ინდოეთს განზრახული აქვთ, უახლოესი ოთხი თვის მანძილზე დაასრულონ ამ ქვეყნების საზღვართან, შარშანდლიდან კონცენტრირებული ჯარების გაყვანა.

პაკისტანსა და ინდოეთს განზრახული აქვთ, უახლოესი ოთხი თვის მანძილზე დაასრულონ ამ ქვეყნების საზღვართან, შარშანდლიდან კონცენტრირებული ჯარების გაყვანა.
ამის შესახებ გამოაცხადა პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის თანამშრომელმა. დელი ისლამაბადს იმ ქაშმირელი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებიც ინდოეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. ინდოეთ-პაკისტანის საზღვართან ამჟამად თავმოყრილია ორივე ქვეყნის მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG