Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატიმროებში ყოფილმა მეომრებმა დღეს შიმშილობა


საპატიმროებში ყოფილმა მეომრებმა დღეს შიმშილობა შეწყვიტეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება,

საპატიმროებში ყოფილმა მეომრებმა დღეს შიმშილობა შეწყვიტეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება,
რომ რუსთავის კოლონიის პირველ დაწესებულებაში, გეგუთში, ხონსა და ტუბერკულოზით დაავადებულთა საპატიმროებში, შიმშილობის მერვე დღეს, შიმშილობა შეწყვიტა 62-მა პატიმარმა, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ შეწყალების კომისიას. საპროტესტო აქცია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილის, გიორგი ყარყარაშვილის შუამდგომლობით შეწყდა. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ყარყარაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საპატიმროებში შიმშილობის აქცია არასწორმა ინფორმაციამ და "ზედმეტმა მოლოდინმა" განაპირობა. მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და, კომისიის დებულების შესაბამისად, უარი თქვა იმ პირების გათავისუფლებაზე, რომელთაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG