Accessibility links

თბილისში კმაყოფილებით შეხვდნენ პოლიტიკურ საკითხებში


თბილისში კმაყოფილებით შეხვდნენ პოლიტიკურ საკითხებში გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის რიჩარდ უილიამსონის განცხადებას,

თბილისში კმაყოფილებით შეხვდნენ პოლიტიკურ საკითხებში გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის რიჩარდ უილიამსონის განცხადებას,
რომლის თანახმად აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სახით უნდა დარჩეს. ეს განცხადება უილიამსონმა სოხუმში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას გააკეთა. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის შალვა ფიჩხაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ რიჩარდ უილიამსონმა დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია საქართველოს დანაწევრების დაუშვებლობის შესახებ. ეს პოზიცია გულისხმობს, აგრეთვე, რომ აფხაზეთის კონფლიქტი გაეროს მიერ დადგენილ იმ ფარგლებში უნდა მოგვარდეს, რომელიც აისახა გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი საგანგებო წარმომადგენლის დიტერ ბოდენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ.
XS
SM
MD
LG