Accessibility links

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის ასტამურ ტანიას ცნობით, რესპუბლიკის ახალი მთავრობის ფორმირება მომავალ კვირაში დასრულდება.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის ასტამურ ტანიას ცნობით, რესპუბლიკის ახალი მთავრობის ფორმირება მომავალ კვირაში დასრულდება.
ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ტანიას თქმით, უახლოეს დღეებში, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ, მოსკოვიდან აფხაზეთში დაბრუნდება აფხაზეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, რის შემდეგაც მთავრობის ფორმირება დასრულდება. როგორც ასტამურ ტანიამ აღნიშნა უკვე დამტკიცებულია სამი ვიცე-პრემიერი: პირველ ვიცე-პრემიერად და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა რაულ ხაჯიმბა; ასევე პირველ ვიცე-პრემიერად და ეკონომიკისა და საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრად - რუსლან არძინბა, ხოლო ვიცე-პრემიერად - ვლადიმერ ზანტარია. ამდენად, რაულ ხაჯიმბამ და ვლადიმერ ზანტარიამ პოსტები შეინარჩუნეს.
XS
SM
MD
LG