Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსეთის ფედერაციის ახალმა ელჩმა


საქართველოში რუსეთის ფედერაციის ახალმა ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.

საქართველოში რუსეთის ფედერაციის ახალმა ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს.
ელჩთან შეხვედრაზე შევარდნაძემ განაცხადა, რომ დსთ-ის, კიშინიოვის სამიტის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გარკვეულია. ვლადიმერ ჩხიკვიშვილი 54 წლისაა. ბოლო დრომდე ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ისა და კანადის დეპარტამენტს. სკოლა თბილისში დაამთავრა, ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. 90-იან წლებში ჩხიკვიშვილი მუშაობდა აშშ-ში რუსეთის საელჩოში, ამასთან 8 თვის მანძილზე იგი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩის პოსტზე ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ვლადიმირ გუდევი შეცვალა.
XS
SM
MD
LG