Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა


შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა კატეგორიულად წინააღმდეგი არიან იმისა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა განაახლოს.

შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა კატეგორიულად წინააღმდეგი არიან იმისა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა განაახლოს.
ეს პოზიცია ერთმანეთთან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს აშშ-ისა და სამხრეთი კორეის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და კიმ დე ჩჟუნმა. გუშინ ჩრდილოეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ აპირებს, განაახლოს ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, რომელიც 1994 წლიდან გაყინულია. გარდა ამისა, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოსთხოვა, შეწყვიტოს მისი ბირთვული ობიექტების კონტროლი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ ბარადეიმ ფხენიანს მოუწოდა, შეასრულოს გაეროსთან მიღწეული შეთანხმებების პირობები და გამოაქვეყნოს თავისი ბირთვული პროგრამის დეტალები.
XS
SM
MD
LG