Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრობიზნესბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი


აგრობიზნესბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, რომელიც ნოემბრის დამდეგს 141-დღიანი მძევლობიდან გაათავისუფლეს,

აგრობიზნესბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი, ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, რომელიც ნოემბრის დამდეგს 141-დღიანი მძევლობიდან გაათავისუფლეს,
აცხადებს, რომ მის გატაცებაში, შესაძლოა, მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით კირვალიძე და კომპანია "უშბას" პრეზიდენტი გოჩა ფიფია. ამის შესახებ დღეს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ლონდონიდან გუშინ დაბრუნებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის წევრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზაზა ფერაძემ. მისი თქმით, ბრიტანელი ბიზნესმენი 9-10 დეკემბერს დაკითხეს. თავდაპირველად პიტერ შოუმ ქართველი გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. გამომძიებელთა თხოვნას, თბილისში თუნდაც ორი დღით ჩავიდეს, პიტერ შოუმ კატეგორიული უარით უპასუხა.
XS
SM
MD
LG