Accessibility links

logo-print

გუშინ საღამოს თბილისში დააკავეს რუსეთის


გუშინ საღამოს თბილისში დააკავეს რუსეთის ნავთობკომპანია "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამის, 78 წლის სადი შარიფოვის გატაცებაში ეჭვმიტანილი სამი პირი.

გუშინ საღამოს თბილისში დააკავეს რუსეთის ნავთობკომპანია "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტის მამის, 78 წლის სადი შარიფოვის გატაცებაში ეჭვმიტანილი სამი პირი.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა. მინისტრმა დასძინა, რომ დაკავებულთა ჩვენებების თანახმად, გატაცებიდან ერთი საათის შემდეგ, სადი შარიფოვი გულის შეტევით გარდაიცვალა. დმანისის რაიონის სოფელ პანტიანში მცხოვრები სადი შარიფოვი 3 დეკემბერს ღამით საკუთარი სახლიდან გაიტაცა ხუთმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა. რამდენიმე დღის შემდეგ გატაცებულის გვამი ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთასთან იპოვეს. სადი შარიფოვი პირველად 1993 წელს გაიტაცეს გამოსასყიდის მიღების მიზნით, თუმცა მაშინ ოთხივე ბოროტმოქმედი - ადგილობრივი მაცხოვრებლები - დააკავეს და გაასამართლეს.
XS
SM
MD
LG