Accessibility links

logo-print

სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს


სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შარშანდელი 18 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს,

სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შარშანდელი 18 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს,
ამ ხნის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან ედუარდ შევარდნაძესთან კავშირი არ ჰქონია. პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში კოკოითმა განაცხადა, რომ "ცხინვალში ედუარდ შევარდნაძეს 1989-92 წლების ოსთა გენოციდის მონაწილედ მიიჩნევენ და მისგან ბოდიშს ელიან". სამხრეთი ოსეთის ლიდერს არ აკმაყოფილებს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებათა პროცესი, რადგან, მისი თქმით, ყველა შეთანხმება ქაღალდზე რჩება. ამასთანავე, ედუარდ კოკოითმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვახტანგ რჩეულიშვილს, რომელმაც გუშინ ედუარდ შევარდნაძისგან ქართულ-ოსურ მოლაპარაკებათა პროცესში მონაწილეობის მანდატი მიიღო.
XS
SM
MD
LG