Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება


ხვალ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მომზადებული პირველი შენაერთის - "კომანდოსის" სახელით ცნობილი ბატალიონის გამოშვების საზეიმო ცერემონია.

ხვალ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართება "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მომზადებული პირველი შენაერთის - "კომანდოსის" სახელით ცნობილი ბატალიონის გამოშვების საზეიმო ცერემონია.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, საქართველოს სამხედრო უწყებას განზრახული აქვს ამერიკელების მიერ მომზადებულ სპეცრაზმელთა ჩართვა სამშვიდობო ოპერაციებში, რომელიც გაეროს ან ნატოს ეგიდით ტარდება. "კომანდოსის" ბატალიონის გამოშვების საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისს პარასკევს ეწვივნენ. სტუმრებს შორის არიან საზღვაო ქვეითთა სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი არნოლდ ფილდსი და თავდაცვისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გენერალ-მაიორი უილიამ დარდენი.
XS
SM
MD
LG