Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო


მომავალ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს გადაეცემა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელისუფლო ფრაქციების 60-მდე დეპუტატის ხელმოწერილი დოკუმენტი

მომავალ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს გადაეცემა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელისუფლო ფრაქციების 60-მდე დეპუტატის ხელმოწერილი დოკუმენტი
პარლამენტის ერთი ვიცე-სპიკერის პოსტის დათმობის მოთხოვნით. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარის ვიტალი ხაზარაძის სიტყვები იმის შესახებ, რომ ასეთი მოთხოვნით ნინო ბურჯანაძეს ერთხელ უკვე მიმართეს სამი სახელისუფლო ფრაქციის თავმჯდომარეებმა, მაგრამ სპიკერმა, ხაზარაძის თქმით, ფრაქციების "კვოტით განსაზღვრული სამართლიანი მოთხოვნა" უგულებელყო. ხაზარაძე ამტკიცებს, რომ სახელისუფლო ფრაქციებს, როგორც 7-პროცენტიანი ბარიერის გადამლახველ დეპუტაციას, ეკუთვნით ერთი-ვიცე სპიკერის პოსტი, რომელიც ამჟამად, ფრაქცია "დემოკრატების" წევრს გიგი წერეთელს უკავია. თუ "დემოკრატები" დათმობაზე წავიდნენ და წერეთელი საკუთარი ნებით დატოვებს თანამდებობას, სახელისუფლო ფრაქციები აღარ მიმართავენ "უკიდურეს ზომას" მისი გადაყენების მოთხოვნით, რის უფლებასაც, პარლამენტის წესდებით, დეპუტატთა ხელმოწერილი აღნიშნული დოკუმენტი იძლევა - აცხადებს ხაზარაძე.
XS
SM
MD
LG