Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარებმა კვირას ბულდოზერებით დაანგრიეს


ისრაელის ჯარებმა კვირას ბულდოზერებით დაანგრიეს პალესტინელების 13 სახლი ღაზის სექტორის სამხრეთში.

ისრაელის ჯარებმა კვირას ბულდოზერებით დაანგრიეს პალესტინელების 13 სახლი ღაზის სექტორის სამხრეთში.
ოპერაცია ჩატარდა მას მერე, რაც პარასკევს ამ რაიონში პალესტინელები თავს დაესხნენ ისრაელის საგუშაგოს და დაჭრეს ორი ჯარისკაცი. კვირას ისრაელის სასამართლომ ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ხუთ წევრს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ტერაქტების ორგანიზებისთვის, რომელთა შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა. ამავე დღეს ისრაელის მთავრობამ შარშანდელივით კვლავ აუკრძალა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს საშობაო დღესასწაულის დროს ბეთლემში ჩასვლა.
XS
SM
MD
LG