Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელები, რომლებიც ვენაში ცხოვრობენ არანაკლებ


უცხოელები, რომლებიც ვენაში ცხოვრობენ არანაკლებ ხუთი წლისა, უფლებას მიიღებენ მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იქნან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში.

უცხოელები, რომლებიც ვენაში ცხოვრობენ არანაკლებ ხუთი წლისა, უფლებას მიიღებენ მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იქნან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში.
ეს ეხება როგორც ევროპის კავშირის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ქალაქის პარლამენტმა აგრეთვე 18-დან 16 წლამდე შეამცირა კენჭისყრაში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი. ახალი კანონის წინააღმდეგ მისცეს ხმა კონსერვატული სახალხო პარტიისა და ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის დეპუტატებმა. კანონმდებლობის შეცვლა კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს დამატებით 150 ათას ადამიანს, რაც ვენის ელექტორატის მეათედს უდრის.

XS
SM
MD
LG