Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს


პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის პოზიცია საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე "შესაძლოა უფრო ლოიალური და მოქნილი იყოს".

პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისის პოზიცია საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების თაობაზე "შესაძლოა უფრო ლოიალური და მოქნილი იყოს".
როგორც ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების ძალისხმევაზე. მისი თქმით, ბევრი რამ შეიძლება განსაზღვროს მომავალმა "ჩარჩო" ხელშეკრულებამ საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც სამხედრო საკითხებიც შევა. პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ მომავალში, როდესაც მხარეები რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებს შეათანხმებენ, ამ პროცესს შეიძლება შეუერთდნენ დასავლეთის რიგი ქვეყნები, ასევე აშშ.
XS
SM
MD
LG