Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში განიხილავს


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში განიხილავს მოწმეთა ჩვენებებს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილიანა პლავშიჩის საქმესთან დაკავშირებით.

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში განიხილავს მოწმეთა ჩვენებებს ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილიანა პლავშიჩის საქმესთან დაკავშირებით.
პლავშიჩი ყოფილი იუგოსლავიის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსია, რომელმაც აღიარა პროკურორის ბრალდებები. იგი, ამავე დროს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წაყენებული პირველი ქალია. პლავშიჩს 90-იან წლებში ბოსნიაში ეთნიკური წმენდისთვის ხელის შეწყობაში ედება ბრალი. გაეროს უზენაესმა სამხედრო პროკურორმა კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ პლავშიჩს არ უცდია თავისი ქმედების გამო პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება. [დელ პონტეს ხმა] "დღევანდელი მოსმენა უაღრესად მნიშვნელოვანია იმის ნათელსაყოფად, თუ რა მოხდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში კონფლიქტის დროს. ამ ტრიბუნალის ისტორიაში პირველად ხდება, რომ ყოფილი იუგოსლავიის მაღალი რანგის პირი აღიარებს პასუხისმგებლობას ბოსნია-ჰერცეგოვინაში კონფლიქტის დროს ჩადენილი საშინელი ბოროტმოქმედებებისთვის", განაცხადა დელ პონტემ.
XS
SM
MD
LG