Accessibility links

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის


თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა, 2004 წლისთვის დაიწყოს ანტისარაკეტო მისეული სისტემის - ფარის - მცირე ვერსიის შექმნა.

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა გადაწყვიტა, 2004 წლისთვის დაიწყოს ანტისარაკეტო მისეული სისტემის - ფარის - მცირე ვერსიის შექმნა.
თეთრი სახლის და პენტაგონის წარმომადგენელთა თანახმად, ამ გადაწყვეტილების ობიექტი საბოლოო ვარიანტი არ არის, მაგრამ იმავე ტექნოლოგიას გამოიყენებს. ალიასკაში დაიდგმება ამ ფარის ათი რაკეტა, შემდგომ წლებში კიდევ ამდენი.
შეერთებულმა შტატებმა დანიას მიმართა თხოვნით, გამოიყენოს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, კუნძულ გრენლანდიაზე არსებული სარადარო დანადგარი ანტისარაკეტო ფარის ასამოქმედებლად. დანიის პრემირ-მინისტრის ანდერს ფოგ რასმუსენის თანახმად, დანიის ცენტრალური მთავრობა გრენლანდიის ხელისუფალთ მიმართავს და მათთან კონსულტაციას გამართავს. ვაშინგტონმა ფართან დაკავშირებით მიმართა ბრიტანეთსაც, რომლის თავდაცვის მინიმტრმა ჯეფ ჰუნმა ახლახან თქვა, რომ ეს ფარი მსოფლიოს სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ვაშინგტონის არაერთი მოკავშირე ამ ფარს გამალებული შეიარაღების კვლავ აღორძინების იმპულსად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG