Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩვეულოდ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის და


უჩვეულოდ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის და პალესტინელი პოლიტიკოსები იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა მიქელ საბაჰმა.

უჩვეულოდ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის და პალესტინელი პოლიტიკოსები იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა მიქელ საბაჰმა.
მან თქვა, რომ პოლიტიკოსებმა ან მშვიდობა უნდა დაამყარონ და ან კიდევ გადადგნენ. თავის საშობაო მიმართვაში საბაჰი წერს, რომ თუკი მათ არ ძალუძთ მშვიდობის დამყარება, სხვებს უნდა დაუთმონ თავიანთი ადგილი.
საბაჰმა ისრაელის მხრივ პალესტინელთა ტერიტორიის დაკავება ყოველგვარი ბოროტების სათავედ შეაფასა.
ბეთლემში, იესოს დაბადების ქალაქში, ამ ქალაქის ქრისტიანი მერის ჰანა ნასერის გადაწყვეტილებით, ისრაელის ოკუპაციის მიმართ პროტესტის ნიშნად, არ იზეიმებენ, არ დაიდგმება არც ერთი საშობაო ნაძვის ხე ქრისტეშობის ადგილას, არ განათდება ქალაქი. ბეთლემში ქუჩის უამრავი ლამპიონი ისრაელის ტანკებმა გაანადგურეს იქ შეჭრის დროს.
XS
SM
MD
LG