Accessibility links

logo-print

გაეროს ჰააგის ტრიბუნალი ბოსნიელ სერბთა


გაეროს ჰააგის ტრიბუნალი ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილიანა პლავშიჩის საქმის განხილვას განაგრძობდა.

გაეროს ჰააგის ტრიბუნალი ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ბილიანა პლავშიჩის საქმის განხილვას განაგრძობდა.
ბრალდებამ დღეს პლავშიჩისთვის 15-დან 25 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. პლაშვიჩი დამნაშავედ სცნეს ბოსნიის ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში. თვითონ პლავშიჩმა აღიარა მხოლოდ, რომ თვალს ხუჭავდა დანაშაულზე, არასერბთა დევნაზე და ხოცვაზე. პლავშიჩის დაცვამ განაცხადა, რომ ეს ვადა 72 წლის ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას უდრის. მოსამართლის თანახმად, პლავშიჩს არ სურს ტრიბუნალთან თანამშრომლობა, ამიტომ მისთვის შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს. პლავშიჩს თავაზობენ მოწმედ დადგეს სლობოდან მილოშევიჩის პროცესზე.
XS
SM
MD
LG