Accessibility links

logo-print

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი


თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში შეშფოთებულია ერაყის არსენალის ანგარიშის თაობაზე. თეთრი სახლის თანახმად,

თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში შეშფოთებულია ერაყის არსენალის ანგარიშის თაობაზე. თეთრი სახლის თანახმად,
ვაშინგტონი ხვალ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ამის თაობაზე მას მერე, რაც გაეროს ინსპექტორების ხელმძღვანელი ჰანს ბლიქსი გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენებს მოკლედ მისი ჯგუფის დასკვნას.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ თქვა, რომ გაერომ ერაყს სრული ანგარიში მოთხოვა, ბაღდადის წარდგენილი დოკუმენტი კი ასეთს არ წარმოადგენს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენი სხვაგვარად ფიქრობს. მისი აზრით, მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს აქვს შეფასების ნება, დაარღვია თუ არა ერაყმა გაეროს რეზოლუცია.
დღესვე ერაყში გაეროს განიარაღების ინსპექტორები განაგრძობდენ ერაყის სამხედრო ობიექტების შემოწმებას. მათ დაათვალიერეს სამხედრო ობიექტი, სადაც რაკეტებს ამზადებდნენ და და სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქიმიური იარაღის შექმნა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმღვანელის მოჰამედ ელ ბარადეის თანახმად, ინსპექტორებმა ჯერჯერობით ვერ მიაგნეს საბუთს, რომ ერაყს ბირთვული პროგრამა ჰქონოდეს 1998 წლის შემოწმების შემდგომ.
XS
SM
MD
LG