Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ჩეჩენ სეპარატისტთა წარმომადგენლებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, ჩეჩენ სეპარატისტთა წარმომადგენლებთან მოლაპარაკება შეუძლებელია.
დღეს პუტინი ორი საათისა და 40 წუთის მანძილზე, პირდაპირი ტელე- და რადიოეთერით პასუხობდა რუსეთის მოქალაქეთა შეკითხვებს. მან განაცხადა, რომ 1996 წელს გამართულმა მოლაპარაკებამ ჩეჩნეთში აგრესიის მომძლავრება გამოიწვია. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკაში დაგეგმილია კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის გამართვა, აგრეთვე, მმართველობის ორგანოთა არჩევნების მოწყობა. პუტინმა დასძინა, რომ მხარს არ უჭერს ჩეჩნეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. სულ პუტინმა უპასუხა 50-მდე შეკითხვას, რომელთა უმრავლესობა სოციალურ პრობლემებს ეხებოდა.
XS
SM
MD
LG