Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, მან ბელორუსიის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის განცხადებით, მან ბელორუსიის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას
ამ ქვეყანაში ეუთოს მისიის დაბრუნების შესახებ. როგორც ვარაუდობენ, შესაბამისი დოკუმენტი უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამ დოკუმენტის თანახმად, მინსკში ეუთოს მისიამ ხელი უნდა შეუწყოს ბელორუსიაში კანონიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას. ეუთოს მისიის თანამშრომლები იძულებული შეიქნენ, დაეტოვებინათ მინსკი, რადგან ბელორუსიის ხელისუფლებამ, ბრალი დასდო რა ოპოზიციის მხარდაჭერაში, მათ ვიზები არ გაუგრძელა.
XS
SM
MD
LG