Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში დროებით მცხოვრები ჩეჩენი


პანკისის ხეობაში დროებით მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა, რომელიც მათ მიიღებს, შეიძლება აშშ იყოს.

პანკისის ხეობაში დროებით მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა, რომელიც მათ მიიღებს, შეიძლება აშშ იყოს.
ამასთან დაკავშირებით პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უზენაეს კომისარიატთან არსებული, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა საქმეების საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარის ჰუსეინ საიდოვის მოსაზრება. საიდოვის თქმით, საქართველოს ტერიტორიის დატოვების მსურველი დევნილები შეხვდნენ უცხოეთის სახელმწიფოთა საელჩოების წარმომადგენლებს, მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამჟამად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც "მართალია მცირე, მაგრამ მაინც გარკვეულ იმედს იძლევა, შეერთებული შტატებია".
XS
SM
MD
LG