Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისის მერიის შენობის ფოიეში


დღეს თბილისის მერიის შენობის ფოიეში პარლამენტარმა გურამ შარაძემ უვადო შიმშილობა დაიწყო.

დღეს თბილისის მერიის შენობის ფოიეში პარლამენტარმა გურამ შარაძემ უვადო შიმშილობა დაიწყო.
როგორც შარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას ის მანამ გააგრძელებს, სანამ მერიის შენობის თავზე, 19 ნოემბერს აღმართული დროშა არ ჩამოიხსნება და საკრებულო არ წარმოადგენს განმარტებას, თუ რა სამართლებრივი და იურიდიული ნორმების საფუძველზე აღმართეს აღნიშნული ხუთჯვრიანი დროშა. ეს დროშა საკრებულოს თავმჯდომარის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აღიმართა. "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტების უთხრა, რომ ეს დროშა დარჩება, სანამ თბილისის საკრებულო ან სასამართლო მის ჩამოხსნას არ მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG