Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდალმა


ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ზოლოტოვმა განაცხადა,

ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ზოლოტოვმა განაცხადა,
რომ კავშირგაბმულობის ბატალიონის საქართველოდან სომხეთში გაყვანა, რაც დეკემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, რეგიონის სტაბილურობას არავითარ პრობლემას არ შეუქმნის. "ამ ბატალიონისთვის, რომელიც დაჯგუფების დაქვემდებარებაში რჩება, დისლოკაციის ადგილის შეცვლა საქართველოს მხარესთან შეთანხმებულია. ამიტომ არ ღირს ამ ნაბიჯში რაიმე პოლიტიკური მოტივების ძებნაო", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ზოლოტოვმა პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ამ საკითხთან დაკავშირებით ბაქოს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა ამ ორიოდე დღის წინათ, თბილისში განაცხადა, რომ რუსეთი, თავისი ნაწილების გადაყვანით, სომხეთს "ფეთქებადსაშიშ არსენალად" აქცევს.
XS
SM
MD
LG