Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ვაშინგტონისგან მოითხოვენ, მოსკოვს ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკების დახურვა გადაათქმევინოს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამ თვის დამდეგს რუსეთმა ინგუშეთის ქალაქ აკი იურტში დახურა ჩეჩენ ლტოლვითა ბანაკი, რომელშიც 2700-მდე ლტოლვილი ცხოვრობდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების თქმით,

მოსკოვმა – საერთაშორისო კანონების დარღვევით – ლტოლვილებს არჩევანი არ დაუტოვა. გავრცელებული ცნობებით, ამ წლის ბოლომდე მოსკოვი ინგუშეთში მოქმედი დანარჩენი ხუთი ბანაკის დახურვასაც აპირებს. დასავლეთის ჰუმანიტარული ჯგუფები იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთს ამ გადაწყვეტილებას გადაათქმევინებს. რამდენად საფუძვლიანია ეს იმედი?

ინგუშეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფის თანამშრომელი, გრეგ ბრაუნი ამბობს, რომ ამ კვირაში ის და მისი კოლეგები ხვდებიან თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარატმენტის წარმომადგენლებს და სთხოვენ მათ განახორციელონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოსკოვმა ლტოლვილები ინგუშეთში გაზაფხულამდე მაინც დატოვოს.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი პეტერ ბურკჰარდტი, რომელმაც აკი იურტის ბანაკი ამ კვირაში მოინახულა, ამბობს, რომ რუსეთის ჯარისკაცები ყოველდღე მიდიოდნენ ლტოლვილებთან და ცდილობდნენ, ჩეჩნეთში დაბრუნებაზე დაეყოლიებინათ.

[ბურკჰარდტის ხმა] "ბოლოს და ბოლოს რუსეთის ადმინისტრაციამ დენი და გაზი გამოურთო კარვებში მცხოვრებთ და აიძულა ისინი, შინ დაბრუნებულიყნენ."

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პროტესტი გამოთქვა აკი იურტის ბანაკის დახურვათან დაკავშირებით, უწოდა რა ამას "ფაქტობრივად ძალდატანებითი გასახლება." მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია ვაშინგტონმა ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯები გადადგას. როგორც "ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარების ამერიკის კომიტეტის" წევრი გლენ ჰაუარდი ამბობს, შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესის ობიექტი ახლა ერაყია და არა ჩეჩენი ლტოლვილები.

ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წარმომადგენელი, კრის სვიფტი ოდნავ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ოუხდება იმის გააზრება, რომ მის უშუალო ინტერესებშია ჩეჩნებისთვის დახმარების გაზევა, რათა უარყოს არაერთხელ გამოთქმული ბრალება, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტორივად, მუსლიმანების წინააღმდეგ არის მიმართული.

ადამიანის უფლებთა დაცვის აქტივისტის გრეგ ბრაუნის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად სად გადაასახლებენ აკი იურტის ლტოლვილებს. რუსეთი აპირებს, ლტოლვილთათვის თვით ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გახსნას 10 დროებითი ცენტრი. მათგან ექვსი უკვე მზად არის. როგორც გრეგ ბრაუნი ამბობს, ისინი უზრუნველყოფილია გათბობითა და საზოგადოებრივი ტუალეტებით, მაგრამ მთავარ პრობლემად ისევ და ისევ უსაფრთხოება რჩება.
XS
SM
MD
LG