Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის კურჩალოის რაიონის სოფელ ცოცინ


ჩეჩნეთის კურჩალოის რაიონის სოფელ ცოცინ იურტში გრძელდება ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იმრან ხუსიევის მკვლელების ძებნა.

ჩეჩნეთის კურჩალოის რაიონის სოფელ ცოცინ იურტში გრძელდება ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იმრან ხუსიევის მკვლელების ძებნა.
ხუსიევი ოთხშაბათს ღამით მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ხუსიევის მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედები კიდევ სამ სახლში იყვნენ და ცოცინ-იურტის სამი მაცხოვრებელი მოკლეს. ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის რაიონში, სოფელ სამაშკის მახლობლად, წუხელ დანაღმულ ველზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი ჩეჩენი მებრძოლი. სამხედრო წყაროების მონაცემებით, დაღუპულები შედიოდნენ შეიარაღებულ ჯგუფში, რომელიც რუსეთის ჯარებმა ახლახან აღმოაჩინეს ტყეში სამაშკის მახლობლად. ჩეჩნეთის გუდერმესის რაიონში დააპატიმრეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმაში ედებათ ბრალი.
XS
SM
MD
LG