Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს გააფრთხილა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მზად იყვნენ ერაყთან ომისთვის,

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს გააფრთხილა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მზად იყვნენ ერაყთან ომისთვის,
მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, ოფიციალურად აღიარებენ თუ არა ბაღდადის მიერ გაეროს რეზოლუციის შეუსრულებლობას. დღესვე საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა ჟან-პიერ რაფარენმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი შესაძლებელია მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება. გერმანია აღნიშნავს, რომ ბაღდადს ჯერ კიდევ აქვს საშუალება, გაეროს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის თაობაზე. გუშინ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ერაყი ჩქმალავს მონაცემებს თავისი სამხედრო პროგრამების შესახებ და ბაღდადს ბრალი დასდო გაეროს რეზოლუციის საბოტაჟში. ერაყის მაღალი რანგის სამხედრო პირმა, გენერალმა ჰუსამ მოჰამედმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების უარყოფითი რეაქცია ერაყის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე გადამეტებულია.
XS
SM
MD
LG