Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების წინადადება, გადადონ პალესტინელებისა


შეერთებული შტატების წინადადება, გადადონ პალესტინელებისა და ისრაელის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის მიღება

შეერთებული შტატების წინადადება, გადადონ პალესტინელებისა და ისრაელის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის მიღება
ისრაელში არჩევნების ჩატარების შემდგომი პერიოდისთვის, საერთაშორისო შაუამავლთა ჯგუფმა მიიღო. ამ ჯგუფში შედის ევროკავშირი, რუსეთი, გაერო და თვით ამერიკის შეერთებული შტატები. ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ისრაელი. მას პალესტნელთა მხრივ მწვავე შეფასება მოჰყვა. პალესტინელთა წარმომადგენელმა საებ ერეკატმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ შეერთებული შტატები არიელ შარონის საარჩევნო აგენტად გადაიქცა. ერეკატმა დაგმო აგრეთვე ვაშინგტონის ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც უნდა მიეღოთ რეზოლუცია, რომელიც გმობდა ისრაელის ქმედებას, რომლის გამო პალესტინელთა ტერიტორიაზე გაეროს თანამშრომლები დაიღუპნენ.
დღეს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ქალაქ რაფასთან ისრაელის არმიის ცეცხლს პალესტინელი გოგონა შეეწირა.
XS
SM
MD
LG