Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ქაბულის მახლობლად კატასტროფა განიცადა


ავღანეთში ქაბულის მახლობლად კატასტროფა განიცადა შვეულმფრენმა, რომლის ბორტზე 6 ადამიანი იყო.

ავღანეთში ქაბულის მახლობლად კატასტროფა განიცადა შვეულმფრენმა, რომლის ბორტზე 6 ადამიანი იყო.
უკანასკნელი ცნობით, ექვსივე დაიღუპა. შვეულმფრენი ეკუთვნოდა ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ჯარის გერმანულ ნაწილს. მსხველი არის აგრეთვე მიწაზე, სადაც შვეულმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. იქ დაღუპულებს შორს ორი ბავშვი უნდა იყოს. სხვა წყაროების თანახმად, დაიღუპა მხოლოდ შვეულმფრენში მყოფი ეკიპაჟი.
მიზეზი ავარიისა ჯერ გაურკვეველია.

ავღანეთშივე, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში პაკისტანის საზღვართან შეტაკება მოხდა ამერიკელთა სამხედრო ჯგუფსა და გაურკვეველ მოწინააღმდეგეს შორის. შეტაკების შედეგად მძიმედ დაიჭრა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შემდგომ, ოპერაცის დროს გარდაიცვალა. მისი ვინაობა არ გაუმხელიათ. სხვა ორ დამოუკიდებელ ინციდენტში, ასევე ავღანეთში, დაიჭრა ასევე ორი ამერიკელი სამხედრო.
სულ ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან იქ 15 ამერიკელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG