Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის ხალხს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის ხალხს მიმართა ახლად დაარსებული სპარსულენოვანი რადიომაუწყებლობის "რადიო ფარდას" ეთერით.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანის ხალხს მიმართა ახლად დაარსებული სპარსულენოვანი რადიომაუწყებლობის "რადიო ფარდას" ეთერით.
ბუშმა თქვა, რომ თუკი ირანი პატივს სცემს საერთაშორისო პასუხისმგებლობებს და მშვიდობისა და ტოლერანტობის კურსს დადგება, მას შეერთებულ შტატიებზე უკეთესი მეგობარი არ ეყოლება.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის ირანელ ხალხთან არის ფიქრით, განსაკუთრებით კი მათთან, ვინც თავისი სიმამაცის გამო, გამოთქვას იმედები და ოცნებები უკთესი მომავლის შესახებ, ციხეშია.
ჯორჯ ბუშმა ირანი წელს "ბოროტების ღერძის" ნაწილად გამოაცხადა, ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად. ახლა მან განაცხადა, რომ ირანელები იმსახურებენ ჰქონდეთ თავისუფალი მასმედია, რათა მისი დახმარებით ღია და დემოკრატიული საზოგადოება შექმნან. ბუშმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ირანელების მცდელობას, იცხოვრონ თავისუფლად, კეთილდღეობაში, სამართლიანი მთავრობის მმართველობის და კანონის უზენაესობის პირობებში.
XS
SM
MD
LG