Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს სპარსეთის


ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს სპარსეთის ყურეში, კუვეიტში ერაყის საზღვრის მახლობლად დაწყებულ სამხედრო მანევრებში,

ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს სპარსეთის ყურეში, კუვეიტში ერაყის საზღვრის მახლობლად დაწყებულ სამხედრო მანევრებში,
რომლის დროსაც საბრძოლო მწყობრში მყოფი იარაღი გაიყენება. ამერიკის არმია ემზადება ერაყში შესაძლო ომისთვის.
ვაშინგტონმა ერაყის მიერ გაეროსთვის წარდგენილი ანგარიში არასრულად მიიჩნია და ბაღდადი რეზოლუციის არსებით დარღვავში დაანაშაულა.
აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული საბჭოს ხელმძღვანელმა მაიერსმა ავღანეთში თქვა, რომ ამერიკის არმია მზად არის ერაყში ომისთვის.
გაეროს ინსპექტორები განაგრძობენ ამ დროს ერაყში ამ ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების შემოწმებას, მათი მიზანია დაამტკიცონ, აქვს თუ არა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი. ჯერჯერობით ინსპექტორებს საბოლოო დასკვნა არ აქვთ. მას ელიან იანვრის ბოლოსთვის.
შეერთებულმა შტატებმა ინსპექტორებს შესთავაზა ზოგიერთი ობიექტის სადაზვერვო ინფორმაცია. ეს იყო პასუხი ინსპექტორთა მეთაურის ჰანს ბლიქსის საყვედურზე, რომ დაზვერვა მათ არასაკმარისად ამარაგებდა ინფორმაციით ერაყის ობიექტების შესახებ.
XS
SM
MD
LG