Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოჰაში დამთავრდა სპარსეთის ყურის რეგიონის


დოჰაში დამთავრდა სპარსეთის ყურის რეგიონის ექვსი ქვეყნის უმაღლესი დონის შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა დაგმეს სადამ ჰუსეინის მიერ მათი მისამართით გამოთქმული "მუქარები".

დოჰაში დამთავრდა სპარსეთის ყურის რეგიონის ექვსი ქვეყნის უმაღლესი დონის შეხვედრა, რომლის მონაწილეებმა დაგმეს სადამ ჰუსეინის მიერ მათი მისამართით გამოთქმული "მუქარები".
ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ერაყს მოუწოდეს, გაეროს განიარაღების ექსპერტებთან ითანამშრომლოს. დღეს ინსპექტორებმა ერაყის ექვსი ობიექტი შეამოწმეს. კერძოდ, ისინი ეწვივნენ ბაღდადის მახლობლად მდებარე კოსმოსური კვლევის ცენტრს, აგრეთვე, სამხედრო და ქიმიურ საწარმოებს ტაჯის ზონაში. აშშ გაეროს ექსპერტებს მოუწოდებს, ერაყში უფრო აქტიურად ეძებონ მასობრივი განადგურების იარაღი. ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის კონდოლიზა რაისის განცხადებით, ვაშინგტონი აუცილებლად მიიჩნევს სამხედრო ინსპექტორთა რიცხვის სამჯერ გაზრდას. ამჟამად ერაყში გაეროს 115 ინსპექტორი მუშაობს. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყების შემთხვევაში მოსკოვი მას არ შეუერთდება.
XS
SM
MD
LG