Accessibility links

logo-print

ლიტვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.


ლიტვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველი წინასწარი შედეგების თანახმად, ლიდერობს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი.

ლიტვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველი წინასწარი შედეგების თანახმად, ლიდერობს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი.
საარჩევნო უბნებთან ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ადამკუსმა, შესაძლოა, ხმების დაახლოებით 40 პროცენტი მოაგროვოს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი როლანდას პაკსასი, რომელსაც მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დაახლოებით 23-მა პროცენტმა. როგორც ჩანს, 5 იანვარს არჩევნების მეორე ტური სწორედ ადამკუსსა და პაკსასს შორის გაიმართება. სულ სახელმწიფოს მეთაურის პოსტს ერთმანეთს ეცილებოდა 17 კანდიდატი. მეთვალყურეთა ცნობით, კენჭისყრაზე ამომრჩეველთა უაღრესად დაბალი აქტიურობა აღინიშნა. არჩევნებში ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა ნახევარზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG