Accessibility links

logo-print

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, თედო


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, თედო ჯაფარიძის ვარაუდით, ნატოში საქართველო 2005 ან 2006 წელს გაწევრიანდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, თედო ჯაფარიძის ვარაუდით, ნატოში საქართველო 2005 ან 2006 წელს გაწევრიანდება.
ჟურნალისტებთან საუბარში ჯაფარიძემ დასძინა, რომ, შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს, თუ ქვეყანა საამისოდ მზად იქნა. ჯაფარიძის თქმით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში ნატოს წევრ თურქეთთან და ალიანსის ოფიციალურ კანდიდატებთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად, აუცილებელია საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის მონაწილეობა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე საჭიროდ მიიჩნევს საქართველო-აზერბაიჯანი-უკრაინის სტრატეგიული სამკუთხედის შექმნას.
XS
SM
MD
LG