Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის განცხადებით, დღეს დილით ერაყის


პენტაგონის განცხადებით, დღეს დილით ერაყის სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო აშშ-ის კუთვნილი უეკიპაჟო საფრენი აპარატი,

პენტაგონის განცხადებით, დღეს დილით ერაყის სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო აშშ-ის კუთვნილი უეკიპაჟო საფრენი აპარატი,
რომელიც ერაყის ავიაციისთვის აკრძალულ ზონაში მოძრაობდა. ვაშინგტონის სამხედრო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ მაიერსმა თქვა, რომ თვითმფრინავთან კავშირი მოულოდნელად გაწყდა. პენტაგონის ოფიციალურ პირთა მტკიცებით, ერაყის ავიამოიერიშე შეიჭრა ფრენისთვის აკრძალულ სამხრეთ ზონაში და ცეცხლი გაუხსნა "პრედეიტორის" ტიპის უეკიპაჟო თვითმფრინავს. ამასობაში ერაყში 24-ე დღეა, გრძელდება მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა კიდევ სამი ობიექტი შეამოწმეს. გუშინ ბაღდადმა განაცხადა, რომ მზად არის, ქვეყანაში შეუშვას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებსაც - შესაბამისი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში - შეეძლებოდათ, ინსპექტორებისთვის მიეთითებინათ, სად უნდა ეძებონ მასობრივი განადგურების იარაღი.
XS
SM
MD
LG