Accessibility links

ევროპამ და აშშ-მა ჩერნოგორიელ ამომრჩევლებს


ევროპამ და აშშ-მა ჩერნოგორიელ ამომრჩევლებს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ევროპამ და აშშ-მა ჩერნოგორიელ ამომრჩევლებს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამ შაბათ-კვირას გამართული არჩევნები, როგორც ჩანს, ბათილად გამოცხადდება, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა მხოლოდ 46-მა პროცენტმა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ფილიპ რიკერმა განაცხადა, ვაშინგტონი უერთდება ეუთოს მოწოდებას ჩერნოგორიელ ამომრჩეველთა მისამართით, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მომავალ კენჭისყრაში. დაბალი აქტიურობის მიუხედავად, პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა ფილიპ ვუიანოვიჩმა, კმაყოფილება გამოთქვა თავისი "მორალური გამარჯვების" გამო, აღნიშნა რა, რომ მან ხმების 84 პროცენტი მოაგროვა. ეუთომ, რომელიც კენჭისყრას მეთვალყურეობდა, გამოთქვა რეკომენდაცია, გაუქმებულ იქნეს მოთხოვნა ამომრჩეველთა 50 პროცენტის მონაწილეობის შესახებ. ეუთოს ექსპერტთა აზრით, ეს წესი მნიშვნელოვნად ზრდის პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკს.
XS
SM
MD
LG