Accessibility links

საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთების პრობლემას განიხილავენ


24 დეკემბერს, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო კომისიები საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხს მიუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის შესათანხმებელ სადაო მონაკვეთს სოფელი ერისიონი და ე.წ. "წითელი ხიდი" წარმოადგენს. ამას გარდა საქართველო გარკვეული სასაზღვრო პრეტენზიები სომხეთთან და რუსეთთანაც აქვს. საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის თაობაზე აზერბაიჯანში იმყოფება საქართველოს შესაბამისი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ზაზა კანდელაკი, რომელსაც ჩვენმა თბილისელმა თანამშრომელმა კობა ლიკლიკაძემ ბაქოში დაურეკა.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG