Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ


ჩრდილოეთი კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ ილ-ჩონმა დღეს ფხენიანში განაცხადა,

ჩრდილოეთი კორეის თავდაცვის მინისტრმა კიმ ილ-ჩონმა დღეს ფხენიანში განაცხადა,
რომ მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ბირთვული ომის შემთხვევაში "ულმობლად დასჯის" შეერთებულ შტატებს. კიმმა უსაფუძვლო უწოდა ამასთანავე ვაშინგტონის მტკიცებას, რომ ჩრდილოეთმა კორეამ თავისი ბირთვული პროგრამა განაახლა. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლოსიუკოვმა აშშ-ს მოუწოდა თავი შეიკავოს სიტყვიერი მუქარისა თუ სამხედრო აქციისაგან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ აამოქმედა ატომური რეაქტორები. ლოსიუკოვის თქმით, ვითარება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, და ამდენად დიპლომატიური და პოლიტიკური საშუალებებით უნდა იქნეს მოგვარებული.
XS
SM
MD
LG