Accessibility links

logo-print

დაზუსტებული მონაცემებით, 44 ადამიანი დაიღუპა


დაზუსტებული მონაცემებით, 44 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს ირანში უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის "ან-140"-ის კატასტროფის შედეგად.

დაზუსტებული მონაცემებით, 44 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს ირანში უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის "ან-140"-ის კატასტროფის შედეგად.
დაღუპულთა შორის რუსეთის 5 მოქალაქეა. თვითმფრინავში უკრაინისა და რუსეთის რამდენიმე საავიაციო საწარმოთა ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. ისინი, უკრაინელი და ირანელი კონსტრუქტორების მიერ ერთობლივად შექმნილი ახალი სამგზავრო თვითმფრინავის გამოსაცდელად მიემგზავრებოდნენ ხარკოვიდან ისფაჰანში. იუწყებიან, რომ მაშველებმა ყველა დაღუპულის გვამები, აგრეთვე "ან-140"-ის ორი ეგრედ წოდებული "შავი ყუთიდან" ერთი ნახეს. ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებად დაშვების დროს მფრინავის შეცდომასა და ძრავის გაუმართაობას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG