Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს გროზნოში რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას დანებდა 28 ჩეჩენი მეომარი.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დღეს გროზნოში რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას დანებდა 28 ჩეჩენი მეომარი.
გარდა ამისა, მათ ჩააბარეს დიდძალი იარაღი და ტყვია-წამალი. სააგენტოების ცნობით, ისინი შეწყალებულ იქნებიან, თუ მძიმე დანაშაული არა აქვთ ჩადენილი. გუშინ გროზნოში მოკლულ იქნა პარტია "ედინაია როსიას" ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარე საიდ-ემინ ადიზოვი. გარდა ამისა, გროზნოშივე მოეწყო თავდასხმა სამხედრო კოლონაზე. დაიღუპა შინაგანი ჯარების ერთ-ერთი მოსამსახურე, კიდევ ერთი დაიჭრა. გროზნოს რაიონის სტანიცა ილინსკაიში ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დაიჭრა მილიციის ქვედანაყოფზე თავდასხმის შედეგად. ისინი ნავთობის ჭაბურღილს იცავდნენ. ნაურის რაიონში, სტანიცა ნიკოლაევსკაიას მახლობლად, საინჟინრო როტის სამხედრო მოსამსახურეები ნაღმზე აფეთქდნენ.
XS
SM
MD
LG