Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი


თურქმენეთში დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის შიხმურადოვი,

თურქმენეთში დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის შიხმურადოვი,
რომელსაც ხელისუფლება, პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვზე ახლახან მომხდარი თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს. ამის შესახებ დღეს აშღაბადში თავად ნიაზოვმა განაცხადა, და აღნიშნა, რომ შიხმურადოვი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს. თუმცა ინტერნეტში გამოქვეყნდა შიხმურადოვის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერი საკუთარის ნებით ჩაბარდა ხელისუფლებას, რათა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ნიაზოვზე მომხდარი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 50-ე ადამიანია დაპატიმრებული. ხელისუფალთა მტკიცებით, დაკავებულებმა აღიარეს, რომ თავდასხმა, საზღვარგარეთ მყოფმა ოპოზიციის ლიდერებმა მოაწყეს.
XS
SM
MD
LG