Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს კავშირი ვალდებულია აშშ-ს ამოუდგეს


ნატოს კავშირი ვალდებულია აშშ-ს ამოუდგეს მხარში ერაყის პრობლემის მოგვარების საქმეში -

ნატოს კავშირი ვალდებულია აშშ-ს ამოუდგეს მხარში ერაყის პრობლემის მოგვარების საქმეში -
განაცხადა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა. რადიოსადგურ BBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში რობერტსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაეროს მეშვეობით ცდილობს ერაყის განიარაღებას. თუ ერაყი არ ითანამშრომლებს ყოველმხრივ განიარაღების ექსპერტებთან და გაერო დაასკვნის, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი უნდა დაემხოს, ჩრდილოატლანტიკური კავშირი "მორალურად ვალდებულია" ვაშინგტონის გვერდით იდგეს მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დროს - განაცხადა ჯორჯ რობერტსონმა და თან დასძინა, რომ გადაწყვეტილებას, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ, არსებითად სადამ ჰუსეინი მიიღებს და არა შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG