Accessibility links

logo-print

მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევის მიზნით


მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევის მიზნით გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისია განაგრძობს ერაყში

მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევის მიზნით გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისია განაგრძობს ერაყში
სხვადასხვა ობიექტების შემოწმებასა და ადგილობრივი სპეციალისტების დაკითხვას. დღეს, ექსპერტები, ბაღდადის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორს მაზენ მოჰამადს ესაუბრნენ ერაყის ოფიციალურ წარმომადგენელთა თანდასწრებით. ეს, განიარაღების ექსპერტთა მეორე შეხვედრა იყო ერაყელ მეცნიერთან მას შემდეგ, რაც 27 ნოემბერს, ერაყში, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიამ განაახლა მუშაობა. აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ არა ერაყში, არამედ საზღვარგარეთ მოხდეს იმ სპეციალისტებისა და ტექნიკოსების დაკითხვა, რომლებიც შესაძლოა მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებასთან იყვნენ დაკავშირებული. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ გასაუბრებას, ერაყის ხელისუფალთა თანდასწრებით, არა აქვს არანაირი აზრი.
XS
SM
MD
LG